
"[რუსული] კანონპროექტი თავისი მიზნებითა და შინაარსით ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრების მცდელობას ემსახურება... ეროვნული ინტერესების ღალატის ტოლფასია." - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში, თეა კატუკია სოციალურ ქსელში წერს და "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახალ ინიცირებას ეხმაურება.
"ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირსა და საფრანგეთზე აპელირება "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონპროექტის დაინიცირების გასამართლებლად არის მიზანმიმართული სიცრუე, მავნებლობა და სრული დეზინფორმაცია. აღნიშნული კანონპროექტი თავისი მიზნებითა და შინაარსით ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრების მცდელობას ემსახურება.
"ქართული ოცნება" ვერ მიიღებს, არ მიიღებს და არ შეიძლება რომ მიიღოს, უკვე მეორედ ინიცირებული კანონი რომლის ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნება კონსტიტუციით გამყარებული საქართველოს ევროპული არჩევანისა და ეროვნული ინტერესების ღალატის ტოლფასია. ჩვენი სვლა ევროპისკენ არის შეუქცევდი! სხვა დასასრული ამას ვერ ექნება! არა რუსულ კანონს!" - წერს კატუკია.
ცნობისთვის, თეა კატუკიამ თანამდებობა გასული წლის 1 ივლისს დატოვა, მიზეზად კი საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან "მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა" დაასახელა.