ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის გასაპროტესტებლად, მარტში გამართული აქციების დროს დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა. მოსამართე ზვიად შარაძემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ლაზარე გრიგორიადისი პროცესს ესწრებოდა. ოჯახი აპირებს დაუყოვნებლივ მიმართოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით. საქმე გასაჩივრდება ზედა ინსტანციაშიც.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც სასჯელის სახეთ და ზომად 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა 2023 წლის 18 მაისს დაიწყო. დაცვის მხარე ამბობდა, რომ პროცესი განზრახ ჭიანურდებოდა. სხდომები არაერთხელ გადაიდო, მათ შორის დასკვნითი სხდომაც.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი