რუსების მიერ გაშვებული 17 "შაჰიდიდან" 16 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 17 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 16 ჩამოაგდეს.

"მტერმა უკრაინას შეუტია 17 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით კონცხ ჩაუდიდან (ყირიმი) და Kh-59 მართვადი საჰაერო რაკეტით ოკუპირებული დონეცკის რეგიონის საჰაერო სივრციდან. საჰაერო ბრძოლის შედეგად, 16 "შაჰიდი" ჩამოვაგდეთ მიკოლაივის, ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცისა და ხმელნიცკის რაიონებში," - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი