IBSU-ს სტუდენტური თვითმმართველობა: რა თქმა უნდა, კვლავ მტკიცედ ვამბობთ, "არა რუსულ კანონს"

გამოქვეყნდა:

რა თქმა უნდა, კვლავ მტკიცედ ვამბობთ - "არა რუსულ კანონს" - წერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა. განცხადებაში ისინი ყველას მოუწოდებენ შეუერთდნენ პროტესტს. 

ცნობისთვის, ბათუმელმა სტუდენტება 15 აპრილს, 14:00 საათზე ჩანიშნეს აქცია - არა რუსეთს - კი ევროპას.

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, რა თქმა უნდა, კვლავ მტკიცედ ამბობს - "არა რუსულ კანონს".

ვიაზრებთ ჩვენს პასუხისმგებლობასა და სტუდენტური ძალის მნიშვნელობას, სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, გავერთიანდეთ და ერთად შევუერთდეთ პროტესტს. ერთად ვებძოლოთ ყველაფერს, რაც ევროპულ გზაზე სვლაში მავნებლურად გვიშლის ხელს.

საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, მოგვიანებით მოგაწოდებთ დეტალურ ინფორმაციას.

თითიეულ ჩვენგანს, ბოლომდე გვწამს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი მხოლოდ ევროპაშია. ამ გზას ალტერნატივა არ გააჩნია !

#არარუსულკანონს #კიევროპას - წერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი