არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება მნიშვნელოვანი იქნება EU-ში გაწევრიანებაზე შემდეგი პროცესისთვის | შოლცი

გამოქვეყნდა:

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ამბობს, რომ 2024 წლის არჩევნების გამჭვირვალე და პატიოსან გარემოში ჩატარებას დიდი როლი ექნება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად.

მან გააკრიტიკა "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირება და იმედი გამოთქვა, რომ როგორც გასული წლის მარტში, ახლაც მას უკან გაიწვევენ.

"მოხარულები ვართ, რომ ბევრი რეფორმა ტარდება, რომელიც უნდა გაგრძელდეს, სასამართლოს რეფორმას ვგულისხმობ, საპარლამენტო კონტროლის დარგში კონტროლებს, ასევე დეოლიგარქიზაციის შესახებ რეფორმებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. მომავალი საპარლამენტო არჩევნები, ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ, მნიშვნელოვანია ის თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს, ეს გახლავთ საფუძველი კანდიდატის სტატუსის შემდეგი პროცესისთვის განვითარებისთვის", - ამბობს შოლცი. [სინქრონული თარგმანი]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი