რუსული სამხედრო ვერტმფრენი საოკუპაციო ხაზთან | “მთავარის” ინფორმაციით, M8-მ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს გადაუფრინა

გამოქვეყნდა:

რუსული სამხედრო ვერტმფრენი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების თავზე. 

“მთავარი არხის” ინფორმაციით, M8 ტიპის ვერტმფრენმა გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს გადაუფრინა. 

შემთხვევა დღეს, ცოტა ხნის წინ მოხდა. 

“ცხინვალის მხრიდან წამოვიდა და მეჯვრისხევთან დატრიალდა”,-უთხრა “მთავარს” თვითმხილველმა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ უკანონო ფრენა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში განხორციელდა, რაზეც გააქტიურეს ევროკავშირის ცხელი ხაზი.

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი