
ვურჩევ ნაკლები განცხადებები გააკეთოს საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით! - ასე პასუხობს ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამა, როინ ქოჩორაშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას რომ ქოჩორაშვილის ეროვნულ ნაკრებში თამაში, "მისი პატარა დამსახურებაც არის".
"თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად ამ ეტაპზე თავს შევიკავებ კომენტარისგან, კახისაც ვურჩევ ნაკლები განცხადებები გააკეთოს საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით! ეს ჩვენი ქვეყნისთვის და იმ საამაყო ბიჭებისთვისაც უკეთესი იქნება", - უთხრა როინ ქოჩორაშვილმა "ფორმულას".
იხილეთ: