ოლაფ შოლცმა თქვა ის, რასაც ფიქრობენ ევროკავშირში | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

ოლაფ შოლცმა თქვა ის, რასაც ფიქრობენ ევროკავშირში და რაც დაადგინა უკვე ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ ლუქსემბურგში. ამგვარი კანონები ეწინააღმდეგება ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპებს, შესაბამისად, ან ირჩევ ამგვარ კანონს, ან ირჩევ ევროკავშირს - აცხადებს "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია გერმანიის კანცლერის განცხადებების შეფასებისას.

ოლაფ შოლცმა პრემიერ კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე თქვა, რომ კანონი, რომელსაც ოცნება იღებს, საქართველოს არ სჭირდება.

ნიკა გვარამიას თქმით, ახლა არჩევანი ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს:

"წევრი ქვეყანა იყო უნგრეთი, მას ჰქონდა ეგეთი კანონი მიღებული და ევროკავშირმა დაიწყო მისი გარიცხვის პროცედურა. საქართველო, რომელიც წევრი ქვეყანა არ არის, მას ვინ მიიღებს ევროკავშირში თუ ამგვარი კანონი იქნება?! ხო ცხადია პასუხი. ამიტომ, არჩევანი არის ჩვენზე. ან ვირჩევთ ქართულ ოცნებას და გზას რუსეთისკენ ამ კანონის მეშვებით, ან ვირჩევთ ევროინტეგრაციას, ევროკავშირის წევრობას, უკეთეს მომავალს, უსაფრთხოებას, ნამდვილ მშვიდობას და არა ქართული ოცნება როგორც აცხადებს, არჩევანი არის ჩვენზე. ამ ხალხს თუ ვტოვებთ თავისი ამგვარი ინიციატივებით, ჩვენ ბედნიერებას ვერ ვიპოვით.

როცა ოლაფ შოლცის გვერდით დგას აქართველოს პრემიერმინისტრი და როგორც ველური, ამბობს რომ დასავლეთი აფინანსებს სახელმწიფო გადატრიალებას საქართველოში და ამ კანონს იღებენ თითქოს იმიტომ, რომ ეს აირიდონ თავიდან, ამაზე უფრო უარესს ვერ იზამს ქართველი საერთაშორისო ასპარეზზე, ვერანაირი ქართველი, ვერანაირ თანამდებობაზე მყოფი" ამბობს ნიკა გვარამია.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი