ზუგდიდში საკრებულოს სხდომა მეხუთედ ჩაიშალა

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ისევ ჩაიშალა. მიზეზი ქვორუმის არ არსებობაა. ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში არიან. ენმ ფრაქციისთვის გადარქმეული სახელის დაბრუნებას ითხოვს.

"ახალის" წევრები კი აცხადებენ, რომ მათ კანონის სრული დაცვით იმოქმედეს და ფრაქციას სახელი მას შემდეგ შეუცვალეს, რაც მათ ნაციონალური მოძრაობა დატოვეს. "ახალში" ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები საკრებულოში ხელოვნურ კრიზისს ქმნიან. 

"ერთად მოქმედებენ ზუგდიდელების ინტერესის წინააღმდეგ და ჩაშლილი საკრებულოს ხდომა მიუთითებს იმას, რომ ისინი იქცევიან ანტისახელმწიფოებრივად  მითუმეტეს მაშინ, როდესაც ქართულმა ოცნებამ შემოიტანა კანონი , რომელიც არის ჩვენი მოქალაქეების, ქვეყნისვე ევროინტეგრაციის წინააღმდეგ. მათთან ერთად უნისონში  სიმღერა ნაციონალური მოძრაობის, არის სახელმწიფოებრივი დანაშაული" - განაცხადა "ახალის" წევრმა, მაია კალანდიამ.  

შეგახსენებთ, "ენმ"-დან წასულებმა ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია "ახალი" შექმნეს.

ავტორი: ემა გოგოხია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი