NCDC-ის დირექტორს 4 მოადგილე ჰყავს და თითოეულ მათგანს გაპიროვნებული მანქანა ემსახურება | "ფლანგვის დეტექტორი"

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს 4 მოადგილე ჰყავს და თითოეულ მათგანს გაპიროვნებული მანქანა ემსახურება (თითოეული თითოეულ დირექტორის მოადგილეს). ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, 6 წლის განმავლობაში, NCDC-ში ჯამურად 715,079 ლიტრი საწვავი მოიხმარეს, რაზეც 1,731,474 ლარი დაიხარჯა.

 "6 წლის განმავლობაში, NCDC-ში ჯამურად 715,079 ლიტრი საწვავი მოიხმარეს, რაზეც 1,731,474 ლარი დაიხარჯა.

ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლამდე გაპიროვნებული მანქანა 5 პირს ემსახურებოდა, გამყრელიძის წასვლის შემდეგ კი 4 ადამიანამდე შემცირდა.

გარდა ამისა, ამავე პერიოდში ტენდერების გზით ავტომანქანების რეცხვასა და შეკეთებაში დახარჯულია თითქმის 700,000 ლარი.

NCDC-ის მიერ გამოგზავნილ წერილში არ წერია მიზნობრიობა, რატომ გახდა აუცილებელი თითოეული მოადგილისთვის გაპიროვნებული მანქანის მომსახურება," - წერს ორგანიზაცია.

ცნობისთვის, განპიროვნებული არის ავტომობილი, რომელიც იმყოფება კონკრეტული დაწესებულების ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე.

"ფლანგვის დეტექტორის" კვლევა კი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი