თავისუფლება ლაზარეს | "სირცხვილიას" მიმართვა პრეზიდენტს და პეტიცია

გამოქვეყნდა:

"შეიწყალეთ 1 წლის განმავლობაში უსაფუძვლოდ და უსამართლოდ პატიმრობაში მყოფი ლაზარე გრიგორიადისი " - მოძრაობა "სირცხვილია"  საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და პეტიციას აქვეყნებს 

"მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს: თუკი თქვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პროევროპული კურსი და დასავლური ღირებულებები, უნდა უზრუნველყოთ, რომ 2023 წლის მარტის აქციების გამარჯვება გამარჯვებად დარჩეს, ლაზარე გათავისუფლდეს და მისი სახით ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისათვის ბრძოლას კიდევ ერთი მძევალი არ შეეწიროს მსხვერპლად.

გთხოვთ და მოგიწოდებთ, დაეხმაროთ ქართულ საზოგადოებას ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყნის შენებაში - შეიწყალეთ 1 წლის განმავლობაში უსაფუძვლოდ და უსამართლოდ პატიმრობაში მყოფი ლაზარე გრიგორიადისი" - წერს ორგანიზაცია 
 

პეტიცია იხილეთ აქ.  

შეგახსენებთ, ლაზარე გრიგორიადისს მოსამართლე ზვიად შარაძემ დღეს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი