სამარცხვინო, დაუსაბუთებელი და უსამართლო - ასე აფასებს ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი განაჩენს, რომელსაც მოსამართლე ზვიად შარაძემ მოაწერა ხელი. მისი გვარი გვარი არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს, მათ შორის არის კარტოგრაფების რეზონანსული საქმე.
ხანმოკლე სამოსამართლეო კარიერის განმავლობაში შარაძე სწრაფი ტემპით დაწინაურდა, ასევე დროის მოკლე მონაკვეთში დიდი ქონების პატრონიც გახდა. გასული წლის დეკლარაციის მიხედვით ის და მისი ოჯახი ფლობენ რამდენიმე უძრავ ქონებას თბილისსა და ბათუმში. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. სამოქალაქო ორგანიზაციებმა შარაძის გადამალულ ქონებასაც მიაკვლიეს.