"საქართველოს არ სჭირდება მსგავსი კანონები" | გაფრთხილება გერმანიიდან და "ოცნების" რეაქცია

გამოქვეყნდა:

გერმანიის კანცლერი რუსული კანონის წინააღმდეგ. ოლაფ შოლცი ღიად და ქვეტექსტების გარეშე აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიერ კანონის მიღება დაუშვებელია. ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე გერმანელმა ლიდერმა არ დამალა, რომ პირისპირ მოლაპარაკებების მთავარი თემა სწორედ რუსული კანონი იყო. შოლცმა გასაგებად ახსნა ისიც, რომ რუსული კანონის მიღება ჩაკეტავს გზას ევროკავშირისკენ.

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერის მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად ირაკლი კობახიძე ბერლინშივე ქართული ოცნების პოზიციის ახსნას ცდილობდა. საქართველოს პრემიერ მინისტრი კვლავ იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ კანონი მხოლოდ ფინანსურ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს და მისი ანალოგები ევროპაშიც არსებობს. 
 

მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი