ამ დილით მივიღე გადაწყვეტილება, შევიწყალო ლაზარე გრიგორიადისი - პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

ეს გადაწყვეტილება მე მივიღე დღეს დილით 10 საათზე, არ შეიძლება ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს... ხელი ჯერ არ მომიწერია - თქვა სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში,

ძალიან ბევრი ადამიანია ციხეში, რომლებიც ელოდებიან მათი შემოტანილ განცხადებაზე რა იქნება რეაქცია, იმათ არ ვეუბნები არაფერს და ყოველთვის პასუხი არის, რომ მე არავის ვიღებ შეწყალებაზე, არ ვხსნი შეწყალების მოტივებს და უნდა დაელოდონ, როცა გამოცემულია ეს სია და იქ ნახავენ , თუ გადაწყვეტილება მიღებული იქნა, თუ არა. ამიტომ, მე დღეს გეტყვით, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე 10:00 საათზე, არ დაველოდე არც არავის მოწოდებას, ასე რომ ვერავინ ვერ დაიწერს რაღაც ქულებს, არც არავის მუქარებს, იმიტომ რომ მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ მომიწერია, მაგრამ გადაწყვეტილება იყო მიღებული ყველანაირი გამოთქმული აზრის გარეშე, მე ჩემს თავთან ერთად და მე ამაზე ვფიქრობ რამდენიმე დღეა, თუმცა სანამ არ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი, ვერაფერს ვერ ვიზამდი, გადავწყვიტე ათ საათსა და რამდენიმე წუთზე... " - ამბობს სალომე ზურაბიშვილი

 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი