შეწყალების აქტის გადაგზავნის შემდეგ, პენიტენციური ვალდებულია დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მსჯავრდებული | ადვოკატი პროცედურებზე

გამოქვეყნდა:

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით როგორც კი პრეზიდენტი შეწყალების აქტს ხელს მოაწერს, დოკუმენტი პენიტენციურ სამსახურში გადაიგზავნება, რის შემდეგაც მსჯავრდებული პატიმრობიდან თავისუფლდება. ადვოკატის თქმით, მათ შორის, არასამუშაო დღეებშიც:

"როდესაც პრეზიდენტი გამოსცემს შეწყალების აქტს, ის იგზავნება უკვე პენიტენციურში და პენიტენციური დაწესებულება მას შემდეგ ვალდებულია დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საპატიმროდან მსჯავრდებული" - განმარტავს ლიკა ბითაძე.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს, თუმცა შესაბამისი დოკუმენტისთვის ჯერჯერობით ხელი არ მოუწერია. 

გრიგორიადისს დღეს დილით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი