რუსი ოკუპანტები დონეცკისა და ხარკოვის ოლქებს თავს დაესხნენ | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ცნობით, რუსი ოკუპანტები დონეცკის ოლქს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 8 კი დაიჭრა.

როგორც დონეცკის სამხედრო ადმინისტრაცია ამბობს, რეგიონში დაღუპულთა რიცხვი 1912 ადამიანამდე გაიზარდა (მარიუპოლისა და ვოლნოვახის მონაცემების გამოკლებით).

ოკუპანტებმა დაბომბეს კუპიანსკის ცენტრიც (ხარკოვის ოლქი), რის შედეგადაც ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. დაშავდა, სულ მცირე, 2 ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი