სიდნეის სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა | არიან დაღუპულები და დაჭრილები

გამოქვეყნდა:

BBC-ის ინფორმაციით, სიდნეის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. დაჭრილია, სულ მცირე, 9 ადამიანი. მათ შორისაა, არასრულწლოვანიც.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 16:00 საათზე მოხდა. ავსტრალიის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და პოლიციამ უკვე გაანეიტრალა. თავდამსხმელი სავაჭრო ცენტრში მყოფმა პოლიციელმა მოკლა, რომელიც შემთხვევის დროს თავდასხმის ადგილას მარტო იმყოფებოდა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი