ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი | ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

მამის ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, ღარიბაშვილი მისი დისკრედიტაციის კამპანიად აფასებს და ამბობს, რომ ჟურნალისტებს სასამართლოში მოუწევთ პასუხის გაცემა: 

ის, რომ პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ამხელა აღვირახსნილი კამპანია წარმოებს ჩემ წინააღმდეგ, ეს არის დისკრედიტაციის მცდელობა. იცით, რომ რაღაც პერიოდი მე აღარ იყავი პოლიტიკაში, ეს კამპანია მაშინაც გაგრძელდა. დავბრუნდი პოლიტიკაში და გაგრძელდა, რა თქმა უნდა. აღარ ვარ პრემიერმინისტრი, გააგრძელეს და აგრძელებთ ამ კამპანიას, მაგრამ ერთი რამ ვერ გაიგეთ თქვენ, სამწუხაროდ, რომ არ მუშაობს. ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი, ასე რომ, ყველა კითხვაზე პასუხი არის გაცემული. თუ რაიმე კითხვა არსებობს დამატებით, ამას ჩემი ოჯახის ადვოკატი პასუხს გასცემს და, რა თქმა უნდა, მოგიწევთ თქვენ პასუხის გაცემა სასამართლოში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი