ISSA-ის კვლევა: როგორ დასრულდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები?

გამოქვეყნდა:

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "მთავარის" დაკვეთით, "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა "(ISSA) ჩაატარა.

კითხვაზე, თქვენი აზრით, როგორ დასრულდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები?

  • ქართული ოცნება ერთპიროვნულად დარჩება ხელისუფლებაში -41.8%
  • ქართული ოცნება შექმნის კოალიციას რომელიმე ოპოზიციურ ძალასთან ერთად -11.4%
  • ხელისუფლებაში მოვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კოალიცია, ნაციონალური მოძრაობის მონაწილეობით -11.4%
  • ხელისუფლებაში მოვა ოპოზიციური პოლიტიკური პოლიტიკური პარტიების კოალიცია, ნაციონალური მოძრაობის გარეშე -4.2%
  • ხელისუფლებაში ერთპიროვნულად დაბრუნდება ნაციონალური მოძრაობა -2.3%
  • არ ვიცი -28.4%
  • უარი პასუხზე -0.5%

რუსული კანონის შესახებ კითხვა კვლევაში არ არის, რადგან კვლევის მიმდინარეობისას, ის დაინიცირებული არ ყოფილა.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდა საქართველოს სრულწლოვან (18 წლის და მეტი ასაკის) მოსახლეობაში. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით, ჩაატარა "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა" (ISSA). გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, საქართველოს ყველა რეგიონში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). შემთხვევითი შერჩევის წესით გამოიკითხა 1601 რესპონდენტი. კვლევა ეფუძნება ყველა გამოკითხულის აზრს. მთლიანი მოცულობისთვის შერჩევის ცდომილება შეადგენს + - 2.4%-ს, 95%-იანი სანდოობით. იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არის 20.9%. შესაბამისად, გამოპასუხების სიხშირე არის 79.1%. საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 1 - 10 აპრილის შუალედში. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი