"მიმართეთ პარლამენტს" | ღარიბაშვილი რუსულ კანონთან დაკავშირებულ შეკითხვებზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" პარტნიორების პირდაპირი გაფრთხილების მიუხედავად, რუსული კანონის მიღებას მაინც აპირებს. რუსული კანონის ინიციატორი მამუკა მდინარაძე გერმანიის კანცლერის მწვავე განცხადებების საპასუხოდ ისევ ამტკიცებს,რომ ეს კანონი ქვეყანას სჭირდება. 

რაც შეეხება მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილი რუსულ კანონთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას იხსნის და კრიტიკოსებს პარლამენტში ამისამართებს.   

"თუ რაიმე კითხვა არსებობს, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, თუ ვინმეს რაიმე არ მოსწონთ, არსებობს პარლამენტი მეგობრებო. იქ, იცით, რომ გაიმართება მოსმენასთან დაკავშირებული განხილვები და კეთილი ინებონ ამ ადამიანებმა და ყვირილისა და ემოციების გარეშე წარმოადგინონ საკუთარი ხედვა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან, ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან, ვისაც რაიმე კითხვა აქვს.

როგორ უნდა შევაფასო [ოლაფ შოლცის] განცხადება, ყველა ადამიანს აქვს საკუთარია აზრი, მათ შორისაა კანცლერის აზრი და მე ყველა ადამიანის აზრს პატივს ვცემ" - ამბობს ღარიბაშვილი

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი