ISSA-ის კვლევა: თუ თქვენ მიერ პირველ რიგში დასახელებულმა პოლიტიკურმა პარტიამ მონაწილეობა არ მიიღო საპარლამენტო არჩევნებში, როგორი იქნება თქვენი მეორე არჩევანი?

გამოქვეყნდა:

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა "მთავარი არხის" დაკვეთით, "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა "(ISSA) ჩაატარა.

თუ თქვენ მიერ პირველ რიგში დასახელებულმა პოლიტიკურმა პარტიამ მონაწილეობა არ მიიღო საპარლამენტო არჩევნებში, როგორი იქნება თქვენი მეორე არჩევანი?  - ამ კითხვაზე პასუხები ასე განაწილდა:

  • ქართული ოცნება - 12.3%
  • ახალი - 10.0%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი - 8.6%
  • საქართველოსთვის - 5.6%
  • ლელო საქართველოსთვის - 4.6%
  • ევროპული საქართველო - 2.8%
  • ხალხისთვის - 2.6%
  • კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო - 2.4%
  • ხალხის ძალა - 2.0
  • გირჩი - მეტი თავისუფლება/დროა - 1.9%
  • ლეიბორისტული პარტია - 1.9%
  • გირჩი - 1.8%
  • ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა - 1.5%
  • მოქალაქეები - 1.2%
  • პატრიოტთა ალიანსი - 1.0%
  • კანონი და სამართალი - 0.8%
  • სამართლიანობისთვის - 0.7%
  •  სხვა პარტია - 0.7%
  • ერი (ერთობა რაობა იმედი) - 0.4%
  • რესპუბლიკური პარტია - 0.2%
  • არ ვიცი - 19.3%
  • არცერთ პარტიას - 16.5%
  • უარი პასუხზე - 1.2%.
  • არ წავალ არჩევნებზე - 0.1%

რუსული კანონის შესახებ კითხვა კვლევაში არ არის, რადგან კვლევის მიმდინარეობისას, ის დაინიცირებული არ ყოფილა.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდა საქართველოს სრულწლოვან (18 წლის და მეტი ასაკის) მოსახლეობაში. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით, ჩაატარა "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა" (ISSA). გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, საქართველოს ყველა რეგიონში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). შემთხვევითი შერჩევის წესით გამოიკითხა 1601 რესპონდენტი. კვლევა ეფუძნება ყველა გამოკითხულის აზრს. მთლიანი მოცულობისთვის შერჩევის ცდომილება შეადგენს + - 2.4%-ს, 95%-იანი სანდოობით. იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არის 20.9%. შესაბამისად, გამოპასუხების სიხშირე არის 79.1%. საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 1 - 10 აპრილის შუალედში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი