ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან ისრაელთან დაკავშირებული გემი დაიკავეს | ირანის საინფორმაციო სააგენტო

გამოქვეყნდა:

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან ისრაელთან დაკავშირებული სატვირთო გემი დაიკავეს.

The Associated Press კი წერს, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავი საკონტეინერო გემი MSC Aries-ი დაიკავეს. AP-ის მიხედვით, ის ლონდონში დაფუძნებულ "ზოდიაქ მერითაიმთანაა" დაკავშირებული. კომპანია "ზოდიაქ ჯგუფის" ნაწილია, რომელსაც ისრაელელი მილიარდერი, ეიალ ოფერი, ფლობს.

გავრცელებული ინფორმაციით, MSC Aries ბოლოს დუბაის მახლობლად იმყოფებოდა და ჰორმუზის სრუტისკენ მიემართებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი