საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რუსეთმა გააძლიერა შეტევა აღმოსავლეთ ფრონტზე | სირსკი

გამოქვეყნდა:

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მოსკოვმა გააძლიერა შეტევა აღმოსავლეთ ფრონტზე - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ.

როგორც სირსკი წერს, ბოლო დღეებში მიწა გაშრა და ღია ტერიტორიების უმეტესობა მძიმე ტექნიკისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ეს კი საშუალებას აძლევს რუსული თავდასხმის ჯგუფებს, ჯავშანტექნიკით, აქტიურად შეუტიონ ლიმანის და ბახმუტის მიმართულებებს, ხოლო პოკროვსკში შეეცადონ გაარღვიონ თავდაცვა ათობით ტანკისა და ქვეითი საბრძოლო მანქანის გამოყენებით.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი