"ნუ მიეყრდნობით რუსეთს" | სახალხო პროტესტი ქვეყანაში

გამოქვეყნდა:

"ნუ მიეყრდნობით რუსეთს",   „არა რუსულ კანონს", „საქართველოს მომავალი ევროპაშია“, „რუსეთი ოკუპანტია“ „ რუსული კანონით ბუდუ ზივზივაძის სახლში ვერ შევალთ" -  პუტინისტური კანონის საწინააღმდეგოდ საქართველოში სახალხო პროტესტია. რუსულ კანონს აპროტესტებენ ქუჩაში , მას ეწინააღმდეგებიან ექიმები, მსახიობები, სპორტსმენები, მწერლები, სტუდენტები და რაც ყველაზე მთავარია რუსულ კანონს აპროტესტებს თაობა ჯენზი, სადაც ოცნების პროპაგანდა საერთოდ არ ჭრის. ივანიშვილის გუნდი  ცდილობს წარმოაჩინოს ისე თითქოს არაფერი ხდება და რომ  ეს მხოლოდ გამჭვირვალობის საკითხს ეხება, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმაც და სტრატეგიულმა პარტნიორებმაც კარგად იციან რომ ეს ასე არ არის. მეტიც, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართულ პრესკონფერენციაზე ოლიგარქის მთავრობას მოუწოდა რუსული კანონი უკან გაიწვიონ.  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კი დასვა კითხვა  - რომ როდესაც კანონპროექტს მხოლოდ ოკუპანტი მიესალმება, - არის ეს სასიკეთო თქვენი ქვეყნისთვის? -  ოცნებამ ეს კითხვა უპასუხოდ დატოვა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი