
რატომ არის რუსული კანონი რუსული? "ოცნების" პროპაგანდა ყველაზე მძიმედ სიტყვა რუსულზე რეაგირებს. არადა ივანიშვილის გუნდის ახლანდელი და პუტინის 2012 წლის პროპაგანდა, როდესაც რუსეთში ეს კანონი მიიღებოდა, ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს. ივანიშვილის მთავრობაც და კრემლიც ამ კანონს წარმოაჩენს ისე, თითქოს ის მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება და რომ თითქოს დეკლარაციის შევსებაში რა პრობლემაა.
ქვეყანაში სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან დაფინანსებული ყველა ორგანიზაცია და მისი ფინანსები ყველაზე გამჭვირვალეა და ეს ყველაზე უკეთ თვითონ მმართველმა პარტიამ იცის, მაგრამ ისე როგორც რუსეთში ამ კანონის მიღების შემთხვევაში ქვეყანაში გაუქმდება დემოკრატიული ინსტიტუტები და აღარ იარსებებს განსხვავებული აზრი.
ვლადიმერ პუტინმა 2012 წლიდან სწორედ ანალოგიური რიტორიკით და კანონით სრულად აუკრძალა მუშაობა ყველა იმ ორგანიზაციას თუ ადამიანს, ვინც პუტინის პოლიტიკას არ ეთანხმებოდა და აკრიტიკებდა. ამიტომაც ეუბნებიან სტრატეგიული პარტნიორები ივანიშვილის გუნდს, რომ მსგავსი კანონის ადგილი საქართველოში არ არის და ამით საფრთხის ქვეშ დგება ქვეყნის ევროპული მომავალი.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე