გერმანიის ელჩმა შოლცის კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე გამოსვლის ნაწილები თავად თარგმნა

გამოქვეყნდა:

გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა, კანცლერ შოლცის კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე გამოსვლის ნაწილები თავად თარგმნა: 

"პრესკონფერენციის ოფიციალური ჩანაწერი. ჩემი ძირითადი ნაწილების თარგმანი: კანცლერი შოლცი: „...კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა: ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, კრიტიკულად განვიხილავდით კანონს უცხოური გავლენის მქონე ორგანიზაციების შესახებ..."  წერს ფიშერი სოციალურ ქსელში.

ფიშერმა ამით თარჯიმნის წინააღმდეგ, სახელისუფლებო პროპაგანდას უპასუხა.

ცნობისთვის, პრემიერმა კობახიძემ, "ოცნების" სხვა წევრებმა და მათმა პროპაგანდისტებმა თარჯიმანს "რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი სახე" უწოდეს მას შემდეგ, რაც ოლაფ შოლცმა რუსული კანონი გააკრიტიკა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი