გავრცელებული ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა | ნეთანიაჰუ მოსახლეობას მიმართავს

გამოქვეყნდა:

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსახლეობას მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. მან დაადასტურა სრული მზადყოფნა ირანის თავდასხმის მოსაგერიებლად და შემდგომი მტკივნეული პასუხის გასაცემად.

„ჩვენი თავდაცვის სისტემები განლაგებულია და მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვაში, ასევე შეტევაში. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია, IDF ძლიერია, საზოგადოება ძლიერია.

„ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და მრავალი სხვა ქვეყნის მხარდაჭერას და გვერდში დგომას.

ვიცი, რომ თქვენც, ისრაელის მოქალაქეები, სიმშვიდეს ინარჩუნებთ. მოგიწოდებთ, მოუსმინოთ შიდა ფრონტის სარდლობის დირექტივებს. ერთად ვდგავართ და ღვთის დახმარებით, ერთად დავამარცხებთ ჩვენს ყველა მტერს“, - ამბობს ნეთანიაჰუ.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით დრონი გაუშვა. საფრენმა აპარატებმა კი უკვე შეაღწიეს ერაყის საჰაერო სივრცეში. 

მედიის ცნობით, ირანის თავდასხმის დაწყების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, IDF [ისრაელის თავდაცვის ძალები] სპიკერი, განცხადების გასაკეთებლად ემზადება.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი