ვდარდობ იმ ადამიანებზე, ვისთანაც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში გვქონდა მჭიდრო კონტაქტი - "ტვ პირველის" ჟურნალისტი

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტი ვიკა ბუკია კოვიდინფიცირებას ადასტურებს და Facebook-ზე წერს, რომ ინფიცირების წყარო უცნობია.

მეგობრებო და ჩემო კოლეგებო, გიდასტურებთ. უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია ამდენ ზარს და შეტყობინებას ვუპასუხო. თავს კარგად ვგრძნობთ, მხოლოდ ვდარდობ იმ ადამიანებზე, ვისთანაც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში გვქონდა მჭიდრო კონტაქტი. აუცილებლად უნდა მოხდეს ამ კონტაქტების კვლევა. როგორც კი საეჭვო სიმპტომები გამოგვივლინდა დაუყოვნებლივ მივიღეთ ზომები.

წყარო სრულიად უცნობია. არანაირ საეჭვო კლასტერთან არ გვქონია კავშირი. ვეცდებით ესეც გამოვარკვიოთ.

მადლობა ყველას" წერს ვიკა ბუკია.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს დღეს დაუდასტურდათ.

"ტვ პირველში" კი NCDC-ს რეკომენდაციებს ელოდებიან

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი