"ისრაელმა ირანის მიერ გაშვებული დრონებისა და რაკეტების უმრავლესობა ჩამოაგდო" | ჰაგარი

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარმა განაცხადა, რომ ირანის მიერ გაშვებული დრონებისა და რაკეტების უმრავლესობა ჩამოაგდეს.

როგორც ჰაგარმა თქვა, ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა, სხვადასხვა სახეობის დრონი გაუშვა, რამაც მცირე ზიანი მიაყენა ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზას. მან ასევე აღნიშნა, რომ ირანული დრონებისა და რაკეტების უმრავლესობა შორი მანძილის Arrow საჰაერო თავდაცვის სისტემებით ჩამოაგდეს (ძირითადად ისრაელის საჰაერო სივრცის ფარგლებს მიღმა). 

ჰაგარის თქმით, დარტყმებით შედეგად ერთი ახალგაზრდა გოგო დაშავდა ნეგევში, ჩამოგდებული რაკეტისა და დრონის ნამსხვრევებით.

"ჩვენი თვითმფრინავები ჯერ კიდევ ცაში არიან და სამიზნეებს აგდებენ, და ჩვენი მზად ვართ ნებისმიერი საფრთხისთვის, რომელიც ისრაელში მოვა. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა, რათა ისრაელის სახელმწიფო დავიცვათ," - ამბობს ჰაგარი. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი