
დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის კონტაქტები, თვითიზოლაციაში გადავლენ და ტესტირება ჩაუტარდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, პარლამენტის წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი 5 სექტემბრის შემდეგ, გადავა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდება ტესტირება, - ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტის მიერ გავრცელებულ გნაცხადებაში ასევე წერია, რომ სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება დეპუტატის სამუშაო სივრცე. მათივე ცნობით, პარლამენტის შენობაში გაგრძელდება რეგულარული დეზინფექცია.
შენობაში შესვლისას ყველა პირი გაივლის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე. საკანონმდებლო ორგანო განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დღეს, 9 სექტემბერს დაუდასტურდათ. დეპუტატი მეუღლესთან ერთად ორი დღე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ინფიცირება განმეორებითმა ტესტირებამ დაადასტურა.
ვიკა ბუკია კი "ტვ პირველის" თანამშრომელია. ინგა გრიგოლიას ინფორმაციით, ტელეკომპანიაში ეპიდემიოლოგებს ელოდებიან.