"არ გვინდა ეს კანონი... გვინდა ბედნიერება, კეთილდღეობა, თანასწორობა" | ხელოვანები რუსული კანონის წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

"არა რუსულ კანონს", - კულტურის სფეროს წარმომადგენლები რეპრესიული კანონის წინააღმდეგ. ამ წუთებში დედაენის ბაღში კულტურის სფეროს წარმომადგენლები რუსულ კანონს აპროტესტებენ. 

ხელოვანები ამბობენ, რომ საზოგადოებამ კანონის მიღება არ უნდა დაუშვას. ისინი იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც ქვეყანაში რეპრესიული კანონის მიღებას მოჰყვება. 

აქციის მონაწილეების თქმით, სწორედ ქართული ენა და კულტურაა ის, რისი შევიწროებაც და წაშლაც მთელი ისტორიის განმავლობაში რუსულს იმპერის სურდა. 

"ჩვენ, ყველამ ერთად, ხალხმა უნდა ვუთხრათ რა გვინდა და გვინდა გზა ევროპისკენ... გვინდა ბედნიერება, სიხარული, კეთილდღეობა, თანასწორობა - აი ეს ყველაფერი გვინდა და ეს ყველაფერი არის იქით და მეორე მხარეს მართლა ის რუსეთი, რომელიც სულ უკან და უკან მიექანება, ამიტომ არ გვინდა ეს კანონი და გვინდა ერთად, ყველასთან ერთად სიამტკბილობაში ცხოვრება, ეს უკვე იდეალური გამონათქვამია", - ამბობს ლანა ღოღობერიძე. 

შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს, რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, პარლამენტთან რამდენიმე აქციაა დაანონსებული - დილის 10 საათზე უკანა შესასვლელთან, ხოლო საღამოს 19:00  საათზე - რუსთაველის გამზირზე.

ასევე დაგეგმილია მსვლელობა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობას 11:00 საათზე დიაწყებენ. კიდევ ერთი მსვლელობა 12:00 საათიდან დაიწყება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 
პირველი კორპუსის ეზოდან.

ავტორი: დავით კობიძე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი