
არა რუსულ კანონს! - თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს, 15 აპრილს, ორი აქცია გაიმართება.
დილით, 10:00 საათიდან, მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რუსული კანონის საკომიტეტო განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან შეიკრიბებიან.
19:00 საათზე კი აქცია პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებს.