
"მეზობელ ქვეყნებს ისრაელზე თავდასხმის შესახებ 72 საათით ადრე ვაცნობეთ", - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენს ოპერაციებამდე დაახლოებით 72 საათით ადრე ვაცნობეთ ჩვენს მეგობრებსა და მეზობლებს რეგიონში, რომ ისრაელის წინააღმდეგ ირანის პასუხი იყო მკაფიო, ლეგიტიმური და შეუქცევადი," - განაცხადა ამირაბდოლაჰიანმა.