არა რუსულ კანონს! - ქუთაისში ხვალინდელი აქციისთვის ემზადებიან. მედიისა და მესამე სექტორის ორგანიზებით ჩანიშნულ აქციას სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებიც შეუერთდებიან, რომლებიც ამბობენ, რომ რუსული კანონის ამოქმედების შემთხვევაში, თავისუფალი ადამიანების დევნა ქვეყანაში პუტინის მეთოდებით დაიწყება.
ასევე, მათი თქმით, "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში კრიტიკული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი დაიხურება. აქციის მონაწილეების განცხადებით, ქვეყნის მომავალი ევროპული გზაა და "ოცნების" ხელისუფლებას საგარეო ვექტორის შეცვლის უფლებას არ მისცემენ.