ბაიდენი, ირანის თავდასხმაზე დიპლომატიური პასუხისთვის, G7-ის ლიდერებს ხვდება

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ირანის ისრაელზე თავდასხმაზე "გადაუდებელი დიპლომატიური პასუხისთვის", G7-ის ლიდერებს ხვდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს და წერს, რომ ოფიციალური პირები თეთრ სახლში მოლაპარაკებების დაწყების წინ ჩავიდნენ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დიპლომატიაზე აქცენტი ცხადყოფს, რომ ბაიდენი ეძებს არასამხედრო პასუხს ირანის მიერ განხორციელებულ უპილოტო და სარაკეტო თავდასხმებზე. ასევე, ეძებს გზებს უფრო ფართო ომის რისკის შესაკავებლად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი