არა რუსულ კანონს! | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

საქართველოს ევროპულ მომავალთან ერთად "ქართული ოცნების" მავნებლური კანონი ემუქრება ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ვისთვისაც ცნებები დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, ღირსება და დამოუკიდებლობა ცხოვრების იდეალებია და არა ფარატინა სიტყვები.

გზა, რომელსაც პრორუსი ოლიგარქის პარტია მტკიცედ დაადგა, რუსული დიქტატურის მშენებლობაა. რომლისთვისაც საკვანძოა ალტერნატიული პოზიციის, საღი აზრის, კრიტიკის სრულად გაქრობა, და ყველას მტრად გამოცხადება, ვინც ხელისუფალს არ დაემორჩილება.

არ დარჩა ტრიბუნა, არ დარჩა არც ერთი საქართველოს მეგობარი, არც ერთი პარტნიორი სახელმწიფო - რომელმაც საქართველო არ გააფრთხილა. გერმანიის კანცლერმა პირდაპირ მოუწოდა ხელისუფლებას უკან გაიხმოს ერთხელ უკვე უარყოფილი და საყოველთაოდ ნეგატიურად შეფასებული კანონი. თუ ივანიშვილის პარტიამ ამ ჯერზე გაიტანა რუსული კანონი, რეპრესიულ ბერკეტებთან ერთად მას საზოგადოების დაყოფისა და პოლარიზაციის დამატებითი ინსტრუმენტიც გაუჩნდება.

ხვალ კანონი პირველ საკომიტეტო მოსმენაზე გადის. დილიდან ისევ პროტესტის ეპიცენტრი იქნება საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. საქართველოს მოქალაქეებს კვლავაც თავისი ძალებით მოუწევთ თავისი ქვეყნისა და თავისუფლების დაცვა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი