რუსული კანონის მთავარი საფრთხე საზოგადოების ხელოვნური დაყოფაა, ჩვენიანებად და მტრებად. და შემდეგ ამ მტრებად გამოცხადებული მოქალაქეების სტიგმატიზაცია და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებიდან გარიყვა, რომ ამ ველზე მხოლოდ დიქტატორული რეჟიმისთვის მისაღები და მისდამი ლოიალური აქტორები დარჩნენ.
საქართველოს საზოგადოება უკვე გაიზარდა საიმისოდ, რომ "ქართული ოცნების" იაფფასიანი და პოპულისტური პროპაგანდის მიღმა ამგვარი საფრთხე არ დაინახოს. მაინც რა მიზნისთვის სჭირდება პრორუსი ოლიგარქის პარტიას რუსული კანონი? ამ მიზნების ამოსაცნობად დედანში უნდა ჩავიხედოთ, და ის რეალობა ვნახოთ, რაც პუტინის რეჟიმმა ამ კანონის მიღებით შექმნა.
იქაც ხელისუფლების პროპაგანდა აპილერებდა გამჭვირვალობაზე, ფარატინა დეკლარაციის შევსებაზე, უცხოეთის გაურკვეველ ინტერესებზე. საბოლოოდ კი რეპრესიულმა კანონმა მოკლა და მტრად გამოაცხადა არასამთავრობო სექტორი, მედია და ბოლოს ის ფიზიკური პირებიც კი, რომლებიც უბრალოდ ხელისუფლების ოპონირებას საჯაროდ გაბედავდნენ.