ნინო გოგინაშვილი და დათა ნიჟარაძე - გაიცანით "ახალის" გუნდის წევრები | მაია ლომიძის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

ხელისუფლებისა და მისი პროპაგანდისტების მოწოდება, რომ ხელოვანები პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიონ, რომ პოლიტიკა სპორტსმენის საქმე არაა, რომ მწერალმა წიგნს უნდა მიხედოს და არჩევნებს თავი დაანებოს, და ა.შ. სრულიად მიზანმიმართული კამპანიაა, თანაც ცინიკური იმ ხელისუფლებისგან, რომლის რიგებში ასე მრავლად არიან სპორტსმენები. ასე ცდილობს ხელისუფლება პოლიტიკა დახურულ სფეროდ აქციოს, სადაც მოქალაქის აზრს და პოზიციას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მიზანი მოქალაქეებში ნიჰილიზმის გაღვივებაა, და მათი მაქსიმალური გათიშვა პოლიტიკისგან, რათა ეს სივრცე საჯიჯგნად დარჩეს დიქტატურისკენ მიდრეკილ რეჟიმს.

სხვათაშორის, იგივეს აკეთებს პუტინიც რუსეთში. ეს დიქტატურის რეცეპტია. თუმცა დღეს, ისე როგორც არასდროს ჩვენს ისტორიაში, მისი თითოეული მოქალაქის ჩართულობა და საკუთარი წილი პასუხისმგებლობის გააზრება გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს, ქვეყნის მომავლისთვისაც და თავად ამ ინდივიდების პერსონალური მომავლისთვისაც. რატომ - პოლიტიკაში ახლადჩართულ ადამიანებს ვეკითხებით. ამჯერად პარტია "ახალის" იმ წევრებს გავესაუბრეთ, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ  საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერც კი წარმოიდგენდნენ.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი