"რუსული კანონი მიმართულია სამოქალაქო ორგანიზაციების, კრიტიკული მედიისა და თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ" | აზერბაიჯანულენოვანი სათემო ორგანიზაციები

გამოქვეყნდა:

"რუსული კანონი მიმართულია როგორც თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, ასევე - საქართველოს თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ", - ამის შესახებ აზერბაიჯანულენოვანი სათემო ორგანიზაციების გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. 

"ჩვენ, საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი თემის ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები, გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას და ვგმობთ საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას, რომელიც ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

მიგვაჩნია, რომ ინიციირებული რუსული კანონი მიმართულია როგორც თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, ასევე - საქართველოს თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ. მედიისა და თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციით, ხელისუფლება ცდილობს გააჩუმოს განსხვავებული აზრი და ძირი გამოუთხაროს იმ გაერთიანებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ეკონომიკური და სოციალური განვითარების სასიკეთოდ მუშაობს. რუსული კანონი განსაკუთრებით მძიმე დარტყმას აყენებს ადამიანის უფლებების დაცვას, სამოქალაქო ინტეგრაციას, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებას.

ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ამ ავტორიტარულ ინიციატივას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უკან გაიწვიოს რუსული კანონი პარლამენტიდან.

რუსული კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის ღირსებას, თავისუფლებას, დემოკრატიულ ღირებულებებსა და საქართველოს მრავალწლიან მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთი კანონის ადგილი არ არის," - წერია განცხადებაში. 

განცხადების თანახმად, ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

  • ყოველდღიური საქართველო
  • სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
  • ახალი აზროვნების ინსტიტუტი
  • ფანჯარა
  • იორმუღანლოს სათემო ცენტრი
  • პლატფორმა სალამ
  • სუფთა ამბავი (Supta Ambavi)
  • სამოქალაქო თანასწორობის
  • პლატფორმა
  • წითელი ხიდი
  • მწვანე აზროვნება
  • აქტუალ მედია (Aktual Media)
  • ალგეთის სათემო ცენტრი
  • საქართველოს აზერბაიჯანელთა ახალგაზრდული კავშირი
  • აღმამედლოს სათემო ცენტრი
  • დმანისის თემთა განვითარების
  • ხელშეწყობის ცენტრი
  • სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
  • სოლიდარობის მოძრაობა
  • ახალი გზა
  • სოლიდარობის ცენტრი
  • ახალგაზრდული ცხოვრება - საქართველო
  • სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
  • მრავალფეროვნების სივრცე
  • კასუმლოს სათემო ცენტრი
  • ბიზ საბავშო თეატრი
  • ახალგაზრდული არჩევანი
  • სამირა ბაირამოვა
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი