"ეს ომის გამოცხადებაა" | ისრაელის პრეზიდენტი ირანის თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

"ეს ომის გამოცხადებაა," - ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ისრაელი გასულ ღამეს, ირანის თავდასხმის შემდეგ,"ყველა ვარიანტს განიხილავს".

"ეს არის ომის გამოცხადება. ახლა, რადგან თავშეკავებულები ვართ და ვიცით შედეგები, რადგან პარტნიორებთან სიღრმისეულად ვმსჯელობთ, განვიხილავთ ყველა ვერსიას და მტკიცედ მჯერა, რომ გადავდგამთ საჭირო ნაბიჯებს ჩვენი ხალხის დასაცავად. ჩვენ არ ვართ ომის მაძიებლები," - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეტევა არის "კიდევ ერთი მაგალითი" იმისა, თუ როგორ მოქმედებს ირანი, "ავრცელებს ქაოსს, ტერორს და არასტაბილურობას მთელ მსოფლიოში."

"დადგა დრო, რომ მსოფლიო თეირანში ბოროტების ამ იმპერიის წინაშე დადგეს და ირანის რეჟიმს განუცხადოს, რომ ეს შეუძლებელია, რომ ეს მიუღებელია," - განაცხადა ჰერცოგმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი