პარლამენტში ონლაინ მედია არ შეუშვეს | ოხანაშვილი ამბობს, რომ ტყუილია

გამოქვეყნდა:

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსული კანონის განხილვა დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოში არ დაუშვეს ონლაინმედია და პრესა, აკრედიტებული ჟურნალისტებო. კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამტკიცებს, რომ აღნიშნული ტყუილია. ონლაინ მედიის წარმომადგენლები, მათ შორის აკრედიტებული ჟურნალისტები საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან, აქციაზე იმყოფებიან.

"დღეს ამ სხდომაზე დასწრების საშუალება, უფლება არ მიეცა ძალიან ბევრი მედიის წარმომადგენელს" - თქვა "ევროოპტიმისტების" წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ, რის შემდეგაც მას მიკროფონი გაუთიშეს. ოხანაშვილმა თქვა: 

"ტყუილია, ჩემი ვალდებულებაა დეზინფორმაციის დროს გავთიშო მიკროფონი და ვთქვა სიმართლე. [...]  თქვენ როდესაც ამბობთ, რომ არ მიეცა საშუალება ბევრს დასწრების, ეს არის ტყუილი. აქ არიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ბევრნი, ვინც მოგვმართა მაქსიმალურად შევძელით, რომ დასწრებულიყვნენ დღევანდელ სხდომას, ასევე, მედიაორგანიზაციების სახელით ვინც ითხოვა დასწრება, მასაც მივეცით საშუალება".

იგივე საკითხზე "ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმაც ისაუბრა და ოხანაშვილს მოუწოდა, დაასახელოს ვინ მიმართა სხდომაზე დაშვების თხოვნით და მათგან რა ნაწილი დაუშვეს. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი