"საჯარო მოხელეებო, მე, საჯარო მოხელე, თქვენთან ერთად, სამსახურის მერე, ისევ ქვეყნის სამსახურში, ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში, პარლამენტთან 19:00-ზე" | მალაშხია

გამოქვეყნდა:

"ჩვენ ქვეყანას ბევრი კეთილსინდისიერი, პატრიოტი, ევროპული მომავლის მხარდამჭერი საჯარო მოხელე ყავს, რომლებიც თავიანთი შრომითა და ცოდნით, ერთგულად ემსახურებიან სამშობლოს. საჯარო მოხელეებო, მე, საჯარო მოხელე, თქვენთან ერთად, სამსახურის მერე, ისევ ქვეყნის სამსახურში, ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში, პარლამენტთან 19:00 ზე. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!"

წერს მარტის აქციების მონაწილე, "ქალი ევროკავშირის დროშით," ნანა მალაშხია სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, საპროტესტო აქცია სახელწოდებით "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!"- რამდენიმე საათში, 19:00 საათზე, რუსული კანონის პირველი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, პარლამენტის წინ  გაიმართება!

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი