ოპოზიციის მიერ პარლამენტის აივნიდან გადმოფენილი EU-ს დროშა, სავარაუდოდ, მანდატურის სამსახურმა ჩამოხსნა

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის მიერ პარლამენტის აივნიდან გადმოფენილი ევროკავშირის დროშა, სავარაუდოდ, მანდატურის სამსახურმა ჩამოხსნა - ამის შესახებ დეპუტატი, თეონა აქუბარდია სოციალურ ქსელში წერს:

"დროშა რომელიც ჩემი ხელით სკოჩით გავაკარი პარლამენტის აივნიდან, ჩამოხსნეს. მეხუთე სართულზე დეპუტატის, აპარატის რიგი თანამშრომლის და მანდატურის გარდა ვერავინ შემოდის. მანდატურმა მოთხოვა დროშა ამოეღო, ვინმეს რომ არ აეღო. უარი მიიღო. ეზოში ვიყავი ჩასული და დავინახე სკოჩს როგორ ახევდა ვიღაც დროშის აღების მიზნით. ეშინიათ ევროპის და ამიტომ!," - წერს აქუბარდია.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს რუსულ კანონს განიხილავს. პარალელურად, პარლამენტის უკან საპროტესტო აქცია იმართება. რუსულ კანონს დედაქალაქის გარდა აპროტესტებენ რეგიონებშიც. მათ შორის, ქუთაისსა და თელავში.

არა რუსულ კანონს - მორიგი აქცია დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზეც გაიმართება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი