"არა რუსულ კანონს" - საპროტესტო აქცია ბათუმშიც იმართება. შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები შეიკრიბნენ. სტუდენტები ბათუმში ევროპის მოედნისკენ მსვლელობით აპირებენ წასვლას.

"ვერ წაგვართმევთ ევროპულ მომავალს", "ვინც რუსულ საქმეს აკეთებს, საქართველოს მტერია", "ვერ წაგვართმევთ ევროპულ განათლებას" - ამ შინაარსის პლაკატებით ახალგაზრდები "ოცნების" მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტს აპროტესეტებენ.

ისინი ხელისუფლების მიერ რუსული კანონის ინიცირებას შარშანაც აპროტესტებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი