ოხანაშვილმა სამადაშვილს იურიდიული კომიტეტის სხდომა დაატოვებინა

გამოქვეყნდა:

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა "ლელოს" დეპუტატ სალომე სამადაშვილს სხდომა დაატოვებინა. სხდომაზე რუსულ კანონს განიხილავენ. დარბაზში ცოტა ხნის წინ ფიზიკური დაპირისპირება იყო, რის გამოც სხდომა დროებით შეწყდა. "მოქალაქეების" დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდა უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძე.

"რეგლამენტის სრული დაცვით, ქალბატონი სალომე სამადაშვილი გაძევებულია და გაბრძანდით სხდომათა დარბაზიდან", - თქვა ოხანაშვილმა.

მანამდე ოხანაშვილმა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები გააფრთხილა, რომ მიკროფონი მისი თანხმობის გარეშე არ ჩაერთოთ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი