"აქ ბევრს გულში უხარია და გული მოეფხანა და ჰგონია, რომ წაახალისა ქართული ოცნების წევრებზე თავდასხმა, ემანდ პირიქით არ გამოვიდეს, ამ ინციდენტით პირიქით წახალისება, ამიტომ მოვუწოდებ საზოგადოებას, დავმშვიდდეთ, ყველა მხარე. [...] და კიდევ ერთხელ ვიძახი, უმრავლესობის ლიდერზე მოქნებული ხელი ჩვენ ყველას მოგვხდა და ეს ჩვენი ღირსების საკითხია, მიუხედავად ამისა, მეც მივყვები მამუკას მდგომარეობას და ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა იყოს მშვიდობიანად, თუმცა სახელიც ყველაფერს უნდა დაერქვას".
ამბობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "ოცნების" დეპუტატი, ბექა ოდიშაირა. ცნობისთვის, სხდომაზე სადაც რუსულ კანონს განიხილავენ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. იხილეთ: