"მთავარის" ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გატაცებულებს შორის, ერთი არასრულწლოვანია

გამოქვეყნდა:

“მთავარი არხისთვის” ცნობილი ხდება, რომ სოფელ ფლავისმანის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებულებს შორის, ერთი არასრულწლოვანია. 

როგორც სოფელში ამბობენ, რუსმა ოკუპანტებმა სამი ადგილობრივი  მაშინ გაიტაცეს, როდესაც ახალგაზრდები წმინდა გიორგის სალოცავთან იმყოფებოდნენ. 

გატაცებულები არიან 18 წლის ოთარ ტერაშვილი, 20 წლის ვალერი გიუნაშვილი  და 16 წლის თამაზ ეცადაშვილი.

გატაცებულები ახლა ზემო არცევის რუსულ სამხედრო ბაზაზე იმყოფებიან, მათ ოჯახებთან დაკავშირება მოახერხეს.

ფლავისმანელები ვარაუდობენ, რუსმა ფორმიანებმა არარსებული საზღვარი გადმოკვეთეს და ეს არაა პირველი შემთხვევა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი საპირისპიროს ამტკიცებს, ლილუაშვილის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმით წერია რომ შემთხვევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა. 

სუსმა ევროკავშირის ცხელი ხაზი გააქტიურა და საქმის კურსში ჩააყენა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი