ოხანაშვილმა ვაშაძეს, მანჯგალაძეს, ხაბეიშვილს და დეკანოიძეს იურიდიული კომიტეტის სხდომა დაატოვებინა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძეს, პაატა მანჯგალაძეს, ლევან ხაბეიშვილს და ხატია დეკანოიძეს იურიდიული კომიტეტის სხდომა დაატოვებინა. სხდომაზე რუსულ კანონს განიხილავენ. გაძევებამდე ოხანაშვილმა ვაშაძეს "თავხედი" უწოდა. 

კომიტეტზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი ვაშაძე წარადგენდა არგუმენტებს, რატომაა "ოცნების" მიერ წარდგენილი კანონპროექტი რუსული. სწორედ ამან გამოიწვია "ქართული ოცნების" წევრების გაღიზიანება. 

"არ მოეწონა, რასაც ველაპარაკებოდით. ანუ, ეს არის, არ ვიცი, მე ასეთი დემაგოგია მართლა არ მინახავს არასდროს. მაშინ, როდესაც ფარცხალაძის საქმე არ არის გამოძიებული, მაშინ, როდესაც "ქართუ" ბანკიდან და ფონდიდან ერთი წერილი არ გვაქვს, როგორია გამჭვირვალეობის ხარჯები, მაშინ როდესაც ღარიბაშვილი სისხლს წოვდა ადამიანებს, ფულს აგროვებდა მისი ოჯახი და ღარიბაშვილი. აი, ამ ეტაპზე, ამ ყველაფრის ხელისუფლება დგას ახლა და დემაგოგიურად ლაპარაკობს გამჭვირვალობაზე", - ამბობს ხატია დეკანოიძე სხდომიდან გამოძევების შემდეგ.

მანამდე, დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება იყო, რის გამოც სხდომა დროებით შეწყდა. "მოქალაქეების" დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდა უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი