არა რუსულ კანონს - თბილისში მიმდინარე აქციას ოზურგეთშიც შეუერთდნენ. მოქალაქეებმა ჭადრების ბაღში რუსული კანონი გააპროტესტეს. აქციას, რომელიც სამოქალაქო მოძრაობა "თავისუფლებისთვის" მიერ იყო ორგანიზებული, ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი, მედია, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება დაუშვებელია, რადგან, მათი თქმით, ის ხელს უშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და სამოქალაქო სექტორის მარგინალიზებას უწყობს ხელს.

ავტორი: ვლადიმერ მენაბდე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი