ხმაურიანი განხილვის შემდეგ, იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება კომიტეტმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო. კომიტეტის მხრიდან ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტები უარყოფილი იქნა.
კომიტეტის სხდომა დილის 10 საათიდან, ხმაურისა და მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. იყო ხელჩართული ჩხუბიც. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს მუშტი დაარტყა, რის შემდეგაც დარბაზში ვითარება უკონტროლო გახდა. ელისაშვილს ოცნების წევრები დაესხნენ თავს და ჯგუფურად, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გარდა ამისა, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სხდომიდან აძევებდა ყველას, ვინც კი კანონს რუსულად მოიხსენიებდა.
საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში აქცია მიმდინარეობდა პარლამენტის უკანა შესასვლელთან.